ექოკარდიოგრაფია

ონლაინ რესურსი

ავტორი: ზვიად ღურწკაია

ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის შესწავლის უნიკალური მეთოდი ონლაინ სახელმძღვანელოს "კლინიკური ექოკარდიოგრაფია" და ვირტუალური ექოკარდიოგრაფიის ონლაინ სისტემის (ექოკარდიოგრაფიული სიმულატორი MyEchocardiography) გამოყენებით, რომელსაც დღეისათვის ანალოგი არ გააჩნია. ისწავლე სხვაზე სწრაფად და სხვაზე უკეთ!

თეორია + პრაქტიკა

ინოვაციური მეთოდიკა რესურსის მომხმარებელს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად შეამციროს შესწავლის დრო და დაეუფლოს ექოკარდიოგრაფიას ყველაზე თანამედროვე დონეზე.

ლიცენზიის შეძენისას თქვენ გექნებათ წვდომა როგორც ექოკარდიოგრაფიის ონლაინ სახელმძღვანელოზე, ასევე ექოკარდიოგრაფიის ონლაინ სიმულატორზე.


k

ვირტუალური ექოკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფიული სიმულატორი  

ექოკარდიოგრაფიის შესწავლის პროცესში ექოკარდიოგრაფი და პაციენტი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, სამედიცინო სწავლების პროცესში სამედიცინო სიმულატორების გამოყენებაა. სამედიცინო სიმულატორი არის საშუალებება, რომელიც ექიმს აძლევს სამედიცინო გამოცდილებას (პრაქტიკას) რეალურ პაციენტთან შეხებამდე. ის წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს, სადაც შესაძლებელია სწავლება საკუთარ შეცდომებზე.  

პრობლემა ის არის, რომ ექოკარდიოგრაფიის სიმულატორები ძალიან ძვირი ღირს და მათი შეძენა ინდივიდუალური გამოყენებისათვის შეუძლებელია.

ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორი MyEchocardiography სწორედ ამ თავისტკივილის მოსახსნელად შეიქმნა. მას დღეისათვის ანალოგი არ გააჩნია.

ლიცენზიის ღირებულება ხელმისაწვდომია და მას ყველა ის ფუნქცია გააჩნია რაც რეალურ, თანამედროვე ექოკარდიოგრაფებს.

მომხმარებელს იოლად შეუძლია განახორციელოს ექოკარდიოგრაფიული კვლევის სიმულაცია, სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი პერსონალური კომპიუტერის ეკრანიდან!

 

ვირტუალური ექოკარდიოგრაფიის სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს შემდეგი კვლევების სიმულაცია:

ექოკარდიოგრაფიული რეჟიმები:

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია (B-mode), ერთგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია (M-mode), ფერადი დოპლერი (Color Doppler), იმპულსურტალღოვანი დოპლერი (PW), უწყვეტტალღოვანი დოპლერი (CW).

ექოკარდიოგრაფიული გაზომვები: წრფივი ზომები, ფართობი, მოცულობა.

მარცხენა პარკუჭის ექოკარდიოგრაფიული გამოთვლები: LV EF% - მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (Simpson’s Single Plane, Biplane), LV FS% - მარცხენა პარკუჭის ფრაქციული დამოკლება. CO - წუთმოცულობა, SV - დარტყმითი მოცულობა, Cl - გულის ინდექსი, LV Mass - მარცხენა პარკუჭის მასსა.

დოპლერის პარამეტრები:

V max, V mid, PG max, PG mid, VTI, PHT.

 

ვირტუალური ექოკარდიოგრაფიის სისტემა MyEchocardiography


შესაძლებელია განხორციელდეს ამერიკის ექოკარდიოგრაფიის საზოგადოების (ASE) მიერ რეკომენდირებული ყველა ძირითადი გამოთვლები დაავადების სიმძიმის შესაფასებლად:

მიტრალური სტენოზი: MVA ტრასირება, PISA. PHT, MVA ნაკადის უწყვეტობის განტოლებით, PG max.

მიტრალური რეგურგიტაცია: რეგურგიტაციის ფართობი, Reg Area / LA area, PISA, რეგურგიტაციის მოცულობა და ფრაქცია (ნაკადის უწყვეტობის განტოლება), Vena Contracta.

აორტის სტენოზი: პიკური სიჩქარე, PG mid, AVA ნაკადის უწყვეტობის განტოლებით.

აორტის რეგურგიტაცია: PHT, D reg / D Lvot, Area reg / CSA Lvot, PISA, Vena Contracta, რეგურგიტაციის მოცულობა და ფრაქცია (ნაკადის უწყვეტობის განტოლება).

ტრიკუსპიდალური სტენოზი: MG mid, TVA ნაკადის უწყვეტობის განტოლებით. PHT. VTI.

ტრიკუსპიდალური რეგურგიტაცია: რეგურგიტაციის ფართობი, PISA.

ფილტვის არტერიის სარქველის სტენოზი: ნაკადის სიცქარე, PG სისტოლური.

ფილტვის არტერიის სარქველის ნაკლოვანება: რეგურგიტაციის ნაკადის სიგრძე.

წნევის განსაზღვრა ფილტვის არტერიაში: P სისტოლური, P დიასტოლური, P საშუალო.


 

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

ონლაინ სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო დაწერილია მსოფლიოში ცნობილი ექოკარდიოგრაფიული ლიტერატურის, სამეცნიერო კვლევების და ავტორიტეტული ორგანიზაციების თანამედროვე გაიდლაინების ანალიზის საფუძველზე. ექოკარდიოგრაფიული კალკულატორებით გამოვთვლით სხვადასხვა პარამეტრს - პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის ადექვატურად შეფასებისათვის. კალკულატორებში ჩადებულია სახელმძღვანელოში მოყვანილი ფორმულები. პათოლოგიის სიმძიმე ფასდება ამერიკის ექოკარდიოგრაფიის საზოგადოების (ASE) მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით.

 

სარჩევი

თავი 1. ულტრაბგერა და მისი გამოყენება კარდიოლოგიურ კვლევებში  

თავი 2. ექოკარდიოგრაფიული კვლევის ტექნიკა

თავი 3. ძირითადი მიდგომები და პოზიციები

თავი 4. გამოკვლევა M-რეჟიმში, ერთგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია

თავი 5. გაზომვები და გამოთვლები

თავი 6. დოპლერექოკარდიოგრაფია

6.1. დოპლერის მეთოდი და მისი გამოყენება კარდიოლოგიურ კვლევებში.

6.2. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრაფია. იმპულსურტალღოვანი და უწყვეტტალღოვანი დოპლერი.

6.3. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრაფიული კვლევები

6.4. ფერადი დოპლერი. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფიული კვლევები.

თავი 7. მარცხენა პარკუჭი

7.1. მარცხენა პარკუჭის გაზომვები და გამოთვლები, გლობალური კუმშვადობის შეფასება

7.2. გულის იშემიური დაავადება, მარცხენა პარკუჭის ლოკალური კუმშვადობის შეფასება

7.3. მარცხენა პარკუჭის დიასტოლური დისფუნქცია

თავი 9. მარჯვენა პარკუჭი

თავი 10. მარცხენა წინაგული

თავი 11. მარჯვენა წინაგული

თავი 12. კარდიომიოპათიები

12.1. დილატაციური კარდიომიოპათია

12.2. რესტრიქციული კარდიომიოპათია

12.3. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

თავი 13. გულის თრომბები და სიმსივნეები

თავი 14. მიტრალური სტენოზი

თავი 15. მიტრალური ნაკლოვანება, მიტრალური პროლაფსი.

თავი 16. აორტალური სტენოზი

თავი 17. აორტალური ნაკლოვანება Free!

თავი 18. ტრიკუსპიდალური სტენოზი

თავი 19. ტრიკუსპიდალური უკმარისობა

თავი 20. ფილტვის არტერიის სარქველის სტენოზი

თავი 21. ფილტვის არტერიის სარქველის უკმარისობა

თავი 22. გულის თანდაყოლილი მანკები მოზრდილებში

22.1. წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი

22.2. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი

22.3. ვალსალვას სინუსის ანევრიზმა

22.4. ღია არტერიული სადინარი

22.5. აორტის კოარქტაცია

22.6. ფალოს ტეტრადა

თავი 23. ინფექციური ენდოკარდიტი  

თავი 24. პერიკარდიუმის დაზიანებები

24.1. სითხე პერიკარდიუმის ღრუში

24.2. გულის ტამპონადა

24.3. მშრალი პერიკარდიტი, კონსტრიქციული პერიკარდიტი

თავი 25. პულმონალური ჰიპერტენზია. წნევის გაზომვა ფილტვის არტერიაში

 

 

მნიშვნელოვნად შეამცირეთ ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.