<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> კლინიკური ექოკარდიოგრაფია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 11. მარჯვენა წინაგული


მოზრდილებში მარჯვენა და მარცხენა წინაგული დაახლოებით ერთნაირი ზომისაა. მარჯვენა წინაგულის გამოკვლევა შესაძლებელია აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან, პარასტერნალური პოზიციიდან მოკლე ღერძზე (აორტალური სარქველის დონეზე), მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის გრძელ ღერძზე და სუბკოსტალური მიდგომიდან.

ისაზღვრება წრფივი ზომები, მოცულობა (იხ. თავი 5, “გაზომვები და გამოთვლები”) და სიმსივნეების, თრომბების და უცხო სხეულების არსებობა. ზომების განსაზღვრა შეიძლება მისი შედარებით მარცხენა წინაგულთან. გაზომვების უმეტესობა ტარდება აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან.

მარჯვენა წინაგულის სიმსივნეებს აქვს ძირითადად მეტასტაზური ხასიათი. მიქსომის შემთვევაში ის ძირითადად მიმაგრებულია წინაგულთაშუა ძგიდესთან.

ზოგჯერ მარჯვენა წინაგულის გამოკვლევისას შეიძლება დავინახოთ ევსტახის სარქველი და ხიარის ქსელი. ეს სტრუქტურები არ უნდა იქნას მიჩნეული პათოლოგიად.

 


წნევის განსაზღვრა მარჯვენა წინაგულში:


რაც შეეხება მარჯვენა წინაგულის წნევას, ის შეიძლება განისაზღვროს ქვემო ღრუ ვენის ინსპირაციულ კოლაფსზე დაკვირვებით (მარჯვენა წინაგულში წნევის მნიშვნელობას იყენებენ ფილტვის არტერიაში წნევის განსაზღვრისათვის). ინსპირაციული პასუხის შესასწავლად, საჭიროა გამოკვლევა ჩატარდეს ღრმა ჩასუნთქვის პირობებში. ნორმაში ქვემო ღრუ ვენის დიამეტრი 1,5 სმ-ზე ნაკლებია. როდესაც წნევა მარჯვენა წინაგულში ნორმალურია (0-5 mmHg) ღრმა ჩასუნთქვისას აღინიშნება დიამეტრის 50% იანი შემცირება.

დილატირებული ქვემო ღრუ ვენა (15-25 სმ) ნორმალური ინსპირაციული კოლაფსით (>50%) საუბრობს  მარჯვენა პარკუჭის ზომიერად მომატებულ წნევაზე (6-10 mmHg).

როცა ინსპირაციული კოლაფსი არის 50%-ზე ნაკლები და ქვემო ღრუ ვენის დიამეტრი   15-20 სმ-ა, წნევა მარჯვენა წინაგულში არის 10 დან 15 mmHg-მდე.

დილატირებული ქვემო ღრუ ვენა (>25 სმ-ზე) და ინსპირაციული კოლაფსი ნაკლები 50%-ზე, საუბრობს მარჯვენა წინაგულში მნიშვნელოვნად მომატებულ წნევაზე (15  mmHg-ზე მეტი).

დილატირებული ქვემო ღრუ ვენის პირობებში (>25სმ-ზე) ინსპირაციული კოლაფსის არარსებობისას,  მარჯვენა წინაგულში წნევა 20 mmHg-ზე მეტია (ცხრილი. 11.1).

 

ქვემო ღრუ ვენის დიამეტრი(მმ)
რეაქცია ჩასუნთქვაზე
წნევა მარჯვენა წინაგულში mmHg
<15
კოლაფსი
0-5
15-25
>50%
5-10
15-25
<50%
10-15
>25
<50%
15-20
>25 + ღვიძლის ვენის დილატაცია
არ რეაგირებს
>20


ცხრილი. 11.1.
წნევის განსაზღვრა მარჯვენა წინაგულში.

 

სურ. 11.1. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ბილატერალური ატრიალური დილატაცია. მიტრალური რეგურგიტაცია.

 

სურ. 11.2. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. მარჯვენა წინაგულის და პარკუჭის დილატაცია. პაციენტი პულმონალური ჰიპერტენზიით.

 

ვიდეო 11.2.1.  აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ხიარის ქსელი მარჯვენა წინაგულში.

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.