კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 21. პულმონარული რეგურგიტაცია

 

ფილტვის არტერიის სარქველის უკმარისობისას, ადგილი აქვს სისხლის დიასტოლურ უკუდინებას ფილტვის არტერიიდან, მარჯვენა პარკუჭში. მცირე ფუნქციონალური რეგურგიტაცია პულმონალური არტერიის სარქვლზე აღენიშნება ჯანმრთელი აპოპულაციის დაახლოებით 78%-ს. ის არ მოისმინება აუსკულტაციურად, მაგრამ აღმოჩნდება დოპლერით გამოკვლევისას და საშუალბას გვაძლევს განისაზღვროს ფილტვის არტერიაში საბოლოო დიასტოლური წნევა.

 

 

სურ. 21.1. პულმონალური რეგურგიტაცია, რეგურგიტაციის ნაკადის გავრცელება მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.

 

ექოკარდიოგრაფიული ნიშნები

 

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

ფილტვის ღეროს და სარქველის დათვალიერება შეიძლება  სხვადასხვა პოზიციებიდან, ყველაზე უკეთ პარასტერნალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე. ზოგჯერ ფილტვის ღეროს და ფილტვის არტერიის სარქველის დათვალიერება შესაძლებელია სუბკოსტალური მოკლე ღერძიდან.

ტრანსთორაკალური გამოკვლევით ფილტვის არტერიის სარქველი მოსჩანს უკეთ, ვიდრე ტრანსეზოფაგურისას. ნორმაში, ფილტვის არტერიის სარქველი სამკარედიანია. ექოკარდიოგრაფიული კვლევისას შეიძლება მხოლოდ ორი კარედის ვიზუალიზაცია (როგორც წესი უკანა და მარჯვენა კარედი). სარქველის კარედების დასათვალიერებლად ოპტიმალური გამოსახულების მიღება ხშირად ვერ ხერხდება. ორგანზომილებიანი კვლევით შესაძლებელია დათვალიერდეს კარედები, მათი მოძრაობა, გამოვლინდეს ფილტვის არტერიის, მარჯვენა პარკუჭის და წინაგულის დილატაცია.

პულმონალური არტერიის სარქველის მძიმე უკმარისობა ძალიან იშვიათად გვხვდება, ასეთ დიაგნოზს სვამენ მაშინ, როცა გამორიცხულია მარჯვენა პარკუჭის მოცულობითი გადატვირთვის ყველა სხვა მიზეზი. ფილტვის არტერიის სარქველის გამოხატული უკმარისობა, ძირითადად გვხვდება პულმონალური ჰიპერტენზიისას და ხასიათდება ფილტვის ღეროს, გულის მარჯვენა ნაწილების და ქვემო ღრუ ვენის გაფართოებით. ასეთ შემთხვევებშიც კი, პულმონალური არტერიის სარქველის უკმარისობა, იშვიათად არის მძიმე. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით აღინიშნება ფილტვის არტერიის ღეროსა და მარჯვენა პარკუჭის დილატაცია, შედარებით იშვიათად სარქველის კარედების ცვლილებები  (სურ. 21. 3).

 

სურ. 21.3. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, ფილტვის არტერიის გრძელი ღერძი. პაციენტი პულმონალური რეგურგიტაციით. აღინიშნება ფილტვის არტერიის დილატაცია.

 

ფერადი დოპლეროგრაფია:

ფერადი დოპლერით გამოკვლევისას, გამოვლინდება დიასტოლური დინება  მარჯვენა პარკუჭში. შესაძლებელია გაიზომოს მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში რეგურგიტაციის ნაკადის სიგრძე. თუ მისი სიგრძე 10 მმ-ზე ნაკლებია, ფილტვის არტერიის სარქველის უკმარისობა მსუბუქია. მძიმე უკმარისობისას ნაკადის სიგრძე გაცილებით მეტია,  მაგრამ ფილტვის არტერიიდან მარჯვენა პარკუჭში დინების ხანგრძლივობა მცირეა. ფერადი დოპლერით გამოკვლევისას, პარასტერნალურ პოზიციაში, გულის მოკლე ღერძზე, რეგურგიტაციის ნაკადი კოდირებულია წითელ ფერში (სურ. 21.2).

 

სურ. 21.2. პაციენტები მძიმე და მსუბუქი პულმონალური რეგურგიტაციით. ფერადი და უწყვეტტალღოვანი სპექტრალური დოპლერით გამოკვლევა, პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი.

 

ვიდეო 20.1. პარასტერნალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი. პაციენტი პულმონარული სტენოზით და რეგურგიტაციით.

 

იმპულსურტალღოვანი დოპლერი:

იმპულსურტალღოვანი დოპლერით გამოკვლევისას, პულმონალური რეგურგიტაციის აღმოჩენა შეიძლება საკონტროლო მოცულობის მოთავსებით ფილტვის არტერიის სარქველის კარედების ქვეშ, მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში (პარასტერნალურ ან სუბკოსტალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე). რეგურგიტაციის ნაკადი მიმართულია გადამწოდის მხარეს და შესაბამისად სპექტროგრამაზე რეგისტრირდება ბაზისური ხაზის ზემოთ.

საკონტროლო მოცულობის გადაადგილებით შესაძლებელია რეგურგიტაციის ნაკადის მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში გავრცელების ხარისხის განსაზღვრა (სურ. 21.1 ). თუ რეგურგიტაციის ნაკადის სიჩქარე დიდი არ არის, ის რეგისტრირდება იზოხაზის ზემოთ (სურ. 21.5), თუ ნაკადის სიჩქარე გადააჭარბებს ნაიკვისტრის ზღვარს, მაშინ დინება რეგისტრირდება იზოხაზს ზემოთ და ქვემოთ. ის იწყება ფილტვის არტერიის სარქველის დახურვის ხმიანობის შემდეგ და მთავრდება მისი გაღების ხმიანობასთან ერთად. ე.ი. მოიცავს მთელ დიასტოლას.

 

უწყვეტტალღოვანი დოპლერი:

უწყვწტტალღოვანი დოპლერით გამო-კვლევისას, ნაკადის ფორმა მოგვაგონებს აორტალური რეგურგიტაციის ნაკადს და რეგისტრირდება იზოხაზს ზემოთ (სურ. 19.2). პულმონალური რეგურგიტაცია შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავედ აღმოცენებული  რეგურგიტაციისათვის დამახასიათებელია დოპლერის სპექტრზე მახვილბოლოვანი EFუბანი, მარჯვენა პარკუჭში წნევის სწრაფი ვარდნის გამო.

 


პულმონალური
რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება  (აშშ- ექოკარდიოგრაფიის  ასოციაციის რეკომენდაციები ASE):

 

ყურადღება უნდა მიექცეს პულმონალური არტერიის კარედებს. დაზიანებული კარედები, როგორც წესი მეტყველებს მძიმე რეგურგიტაციაზე. ასევე მნიშვნელოვანია მარჯვენა პარკუჭის ზომები. დილატირებული მარჯვენა პარკუჭი მეტყველებს მძიმე რეგურგიტაციაზე.

 

პულმონალური სარქველის ნაკლოვანების სიმძიმის შეფასება რეგურგიტაციის ნაკადის ზომით (ფერადი დოპლერი):

ეს პარამეტრი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისაგან განვასხვაოთ მძიმე და მსუბუქი რეგურგიტაცია:

• ვიწრო ნაკადი, რომლის სიგრძე<10მმ-ზე შეესაბამება მსუბუქ რეგურგიტაციას.
• განიერი ნაკადი, რომლის სიგრძე >10მმზე - მეტყველებს მძიმე რეგურგიტაციაზე.

 

კალკულატორი
 
   
სიგრძე (სმ)
   
 
   
დასკვნა
   
   


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 21.1. პულმონალური სარქველის ნაკლოვანების სიმძიმის შეფასება რეგურგიტაციის ნაკადის სიგრძით.

 

პულმონარული ნაკლოვანების სიმძიმის შეფასება რეგურგიტაციის ნაკადის სიმკვრივით და ფორმით (უწყვეტტალღოვანი დოპლერი):

• მცირე ინტენსივობის (სიმკვრივის) და შენელების დაბალი სიჩქარით (სპექტრის გახანგრძლივება) - მსუბუქი რეგურგიტაცია.
• მაღალი ინტენსივობის (სიმკვრივის), შენელების სხვადასხვა სიჩქარით - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) რეგურგიტაცია.
• მაღალი ინტენსივობის (სიმკვრივის), შენელების მაღალი სიჩქარით (ციცაბო პიკით) - მძიმე რეგურგიტაცია.

 

პულმონალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება, პულმონალური  და სისტემური ნაკადების შედარებით (იმპულსურტალღოვანი დოპლერი):

მსუბუქი რეგურგიტაციისას მცირედ გაზრდილია, მძიმე რეგურგიტაციისას მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.