<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> ვალსალვას სინუსის ანევრიზმა

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 22.4 ვალსალვას სინუსის ანევრიზმა


 

არტერიული (ბოტალის) სადინარი, წარმოდგენს ნაყოფის სისხლისმიმოქცევის ნორმალურ ნაწილს. მისი გავლით სისხლი არაფუნქციონირებადი ფილტვების გვერდის ავლით ფილტვის ღეროდან აორტაში გადადის. არტერიული სადინარი აერთებს ფილტვის ღეროს (მარცხენა ფილტვის არტერიის გამოსვლის ადგილიდან) და აორტის რკალს (მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის გამოსვლის ოდნავ ქვემოთ).

ნორმაში სადინარი იკეტება სიცოცხლის პირველი 24-48 სთ-ის განმავლობაში. სადინარის თვითდახურვა ერთი წლის შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება.

ღია არტერიული სადინარი, გავრცელების მიხედვით, ყველა თანდაყოლილი მანკის 2 %-ს შეადგენს. ძირითადად არსებობს დამოუკიდებლად, მაგრამ ზოგჯერ არის სხვა მანკებთან კომბინაციაში: პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, აორტის კოარქტაცია.

 

სურ. 22.4.1 აორტოგრაფია. პაციენტი ღია არტერიული სადინარით. გამოვლენილია საკონტრასტო ნივთიერების გადასროლა ფილტვის არტერიაში ღია არტერიული სადინარის გავლით.

 

სურ. 22.4.2 კომპიტერული ტომოგრაფია სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციით. პაციენტი ღია ბოტალის სადინარით.


30 წლის შემდეგ არსებობს მისი ანევრიზმის განვითარების ალბათობა, შემდგომი დაზიანებით. ასევე მაღალია ასეთ ავადმყოფებში ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების რისკი (ვეგეტაციები ძირითადად ჩნდება სადინარის ფილტვის ბოლოსთან).

გადასროლილი სისხლის მოცულობა დამოკიდებულია აორტასა და ფილტვის არტერიას შორის წნევათა სხვაობაზე და სანათურის დიამეტრზე. იზოლირებული ღია ბოტალის სადინარის პირობებში წნევა ფილტვის არტერიაში როგორც წესი ნორმალურია, ამიტომ ადგილი აქვს სისხლის გადასროლას მარცხნიდან-მარჯვნივ. შემდგომში ვითარდება პულმონალური ჰიპერტენზია და ნაკადის მიმართულება იცვლება.


ექოკარდიოგრაფიული ნიშნები


ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიული კვლევით, ღია არტერიული სადინარის დანახვა შესაძლებელია ბავშვებში (იშვიათად მოზრდილებში). გამოკვლევას ატარებენ სუპრასტერნალური მიდგომიდან ან პარასტერნალური მიდგომიდან აორტის მოკლე ღერძზე.

ღია არტერიული სადინარისას, ფილტვის ღეროს ბიფურკაცია გარდაიქმნება “ტრიფურკაციაში” (სურ. 22.4.3).

 


სურ. 22.4.3. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, პარასტერნალური პოზიცია, გულის მოკლე ღერძი. პაციენტი ღია არტერიული სადინარით. აღინიშნება ფილტვის ღეროს ბიფურკაცის გარდაქმნა “ტრიფურკაციაში”.

 

ფერადი დოპლეროგრაფია:

თუ ადგილი აქვს დინებას მარცხნიდან მარჯვნივ-ფერადი დოპლერით გამოკვლევისას ფიქსირდება მაღალი სიჩქარის ნაკადი, რომელიც იწყება აორტის რკალიდან და ვრცელდება ფილტვის ღეროს გვერდითი კედლის გასწვრივ, ფილტვის არტერიის სარქველის მიმართულებით. ის ჩნდება სისტოლის შუაში ან დასაწყისში, აღწევს მაქსიმალურ სიჩქარეს დიასტოლის დასაწყისში და თითქმის ქრება დიასტოლის ბოლოს. ნაკადი ემთხვევა ანტეროგრადულ დინებას ფილტვის ღეროში და ყოველთვის ჩაიწერება მასთან ერთად.

მაღალი პულმონალური წინააღმდეგობისას, როცა დინების მიმართულება იცვლება, დაღმავალი აორტის დოპლერით გამოკვლევისას, არტერიული სადინარის ქვემოთ შეიძლება გამოვლინდეს სისხლის გადასროლა მარცხნიდან-მარჯვნივ.


დღეისათვის მიმართავენ სადინარის ენდოვასკულარულ დახშობას. ჩარევის გადასაწყვეტად მხოლოდ ექოკარდიოგრაფიული კვლევა საკმარისი არ არის, ასევე საჭიროა ანგიოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

 

 

 

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.