<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> აორტის კოარქტაცია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 22.5 აორტის კოარქტაცია


 

აორტის კოარქტაცია კლინიკურად ხშირად გამოვლინდება არტერიული ჰიპერტენზიით. კოარქტაცია ტიპიურად განლაგებულია მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის გამოსვლის ადგილის ქვეშ. უფრო იშვიათად მდებარეობს დაღმავალ აორტაზე (სურ. 22.5.1), კიდევ უფრო იშვითად მუცლის აორტაზე.

 

 

სურ. 22.5.1. აორტოგრაფია. პაციენტი აორტის კოარქტაციით.

 

ექოკარდიოგრაფიული ნიშნები


ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

ტრანსთორაკალური ორგანზომილებიანი კვლევით ბავშვებში შესაძლებელია აორტის შევიწროების დანახვა, მოზრდილებში კი იშვიათად. თითქმის ყოველთვის აღინიშნება აორტის პოსტსტენოზური გაფართოება.

პაციენტების ნახევარში აღინიშნება ორკარედიანი აორტალური სარქველი. ზოგჯერ აორტის კოარქტაციასთან ერთად აღინიშნება სუბაორტალური სტენოზი, მიტრალური სარქველის თანდაყოლილი მანკები და ღია არტერიული სადინარი.

აორტის კოარქტაციის დიაგნოსტიკაში ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიას გააჩნია დიდი უპირატესობა ტრანსთორაკალურთან შედარებით. შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს კოარქტაციის ადგილი და შევიწროების ხარისხი. ასევე გამოვლინდება აორტის გაფართოება კოარქტაციის ზემოთ და ქვემოთ.


დოპლეროგრაფია:

დაღმავალი აორტის იმპულსური დოპლერით გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ნაკადის სიჩქარის გაზრდა, უწყვეტტალღოვანით გავზომავთ მის სიჩქარეს და წნევის გრადიენტს სტენოზის ორივე მხარეს.

წნევის გრადიენტის გამოთვლისას უნდა გამოვიყენოთ ბერნულის სრული ფორმულა. შემოკლებული ფორმულა ასეთ შემთხვევაში გვაძლევს ცდომილებას.

ფერადი დოპლერით გამოკვლევისას ვლინდება ტურბულენტური ნაკადი შევიწროების დისტალურად.

 

 

სურ. 22.5.2. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, სუპრასტერნალური მიდგომა. პაციენტი აორტის კოარქტაციით. მარჯვნივ ფერადი დოპლეროგრაფია, აღინიშნება ტურბულენტური ნაკადი კოარქტაციის დისტალურად.

 

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.